თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

18:35, 12.10.2026

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაციას გეგმავს. უწყების ცნობით, სააგენტომ ობიექტზე საპროექტო და კვლევითი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყო. მომზადებული პროექტი, ეკლესიის არსებული მდგომარეობის სრულყოფილ შესწავლას და გამოვლენილი დაზიანებების საფუძველზე შესაბამისი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია ძეგლის კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესება, დაზიანებების აღმოფხვრა, წყლის ინფილტრაციის პრობლემის მოგვარება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტური სახის შენარჩუნება. წმინდა ნინოს ეკლესია შიო ჩიტაძის ქუჩაზე 1884 წელს აშენდა.

მსგავსი