თბილისში, წერეთლის გამზირზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

15:05, 13.01.2018

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს თბილისში, წერეთლის გამზირზე, „დინამოს” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

მსგავსი