თბილისში, სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში ეკუმენური ლოცვა ჩატარდა

თბილისში, სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში ეკუმენური ლოცვა ჩატარდა.

ლოცვას, მრევლთან ერთად, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი დაესწრო.

ქრისტიანთა ერთობის აღსანიშნავად გამართულ ეკუმენურ ლოცვას საქართველოში ოცი წლის ტრადიცია აქვს. ეკუმენური ლოცვის მონაწილე ეკლესიები ლოცვის ღვთისმსახურებას მორიგეობით მასპინძლობენ.

ეკუმენური ლოცვის მსოფლიო ტრადიციას საფუძველი 1908 წელს ჩაეყარა და ის ყოველ წელს 18-დან 25 იანვრის კვირაში იმართება.