თბილისში სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ გაიხსნა

თბილისში 48 მილიონი დოლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო, „ვინდამ გრანდ თბილისი“ გაიხსნა. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა ლონდონი, ნიუ იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და დუბაი.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მერი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.