ბაგა-ბაღების ავარიული შენობები თბილისში

სკოლამდელი აღზრდის რომელ დაწესებულებებში გადანაწილდება ბაღებს გარეთ დარჩენილი 800-მდე ბავშვი, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისში სამმა ბაგა-ბაღმა ფუნქციონირება შეაჩერა. გადაწყვეტილება, ბაღების მართვის სააგენტომ  შენობების ტექნიკური მდგომარეობის გამო მიიღო.

მშობლების ნაწილი მოულოდნელ გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდა.