თბილისში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიხსნა

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიხსნა თბილისში. ღონისძიება მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას, მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა.