თბილისში რუსულ პროპაგანდაზე მსჯელობენ

თბილისში რუსულ პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის ხერხებზე მსჯელობენ.

სიმპოზიუმს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამერიკისა და საქართველოს პენ-ცენტრებთან ერთად ატარებს. შეხვედრის მონაწილეები ერთხმად აცხადებენ, რომ რუსული პროპაგანდის გავლენას გრძნობს მთელი დემოკრატიული სამყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად დავინახოთ განსხვავება, რა არის ფაქტი და რა პროპაგანდისტული საშუალებების მიერ გამოგონილი ამბავი.

შეხვედრის ავტორები პროცესში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.