თბილისში რეაბილიტირებული მე-100 საჯარო სკოლა გაიხსნა

თბილისში რეაბილიტირებული მე-100 საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს. უახლესი სტანდარტების მიხედვით აშენებული სკოლის ახალი შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გახსნა.

განახლებულ სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ინფორმატიკის კლასი, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა და ექიმის კაბინეტი.

შენობა უახლესი სტანდარტების შესაბამისია, რომელშიც უსაფრთხოების დაცვის მოწყობილობებიცაა დამონტაჟებული.