თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

12:05, 03.02.2019

ქურდობის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ 22 წლის ახალგაზრდა დააკავა. ის წარსულშიც ქურდობისთვის არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

შემთხვევა თბილისში 30 იანვარს, მეტროსადგურ ისნის მიმდებარედ მოხდა.

ბრალდებულმა სავაჭრო ობიექტების გაქურდვა სცადა. სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე აიყვანეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მსგავსი