მდინარე მტკვარში უკვე 9 საათზე მეტია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სამ ადამიანს ეძებენ, რომლებიც ავტომობილით მდინარეში ღამით გადავარდნენ. კონტაქტურია და უკვე ბინაზე გაეწერა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც სამაშველო სამსახურმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანა.
ანუკა ფაცია მუშაობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და დეტალებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.