თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

12:06, 23.07.2026

ღამით თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული უკვე დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის ორი არასრულწლოვანია. ოთხივე დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ერთი პირი კლინიკიდან ღამითვე გაწერეს, ხოლო ორი დაჭრილი რომელთაგანაც ერთი არასრულწლოვანია, კლინიკა „ჰელსიკორში“ განაგრძობს მკურნალობას. ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი