თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

12:24, 12.11.2026

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა გასულ საღამოს, თბილისში, 60 წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ცოლ-ქმარი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი