თბილისში „მილანის“ კემპი გაიხსნა

თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი გაიხსნა, რომელიც საქართველოში ზედიზედ მეორედ ტარდება. ექვსიდან 15 წლამდე ბავშვებს, შესაძლებლობა აქვთ ივარჯიშონ „მილანის“ აკადემიის ოფიციალური მწვრთნელების ხელმძღვანელობით და გაიარონ ზუსტად ის პროგრამა, რომლითაც იტალიური გრანდის აკადემიაში მომავალი ფეხბურთელები იზრდებიან. კემპი 17-22 ივნისს, თბილისში, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება. გაზრდილი ინტერესის გამო, წელს კემპის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 220-მდე გაიზარდა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოში იტალიის საელჩოა.