თბილისში მცირეწლოვანი ბასრი საგნით დაჭრეს

თბილისში, პეკინის გამზირზე, 4 წლამდე ასაკის ბავშვი გამვლელმა ქალმა ბასრი საგნით დაჭრა. ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობი გამვლელი ქალი თავს დაესხა და ადგილიდან მიიმალა. ბავშვს ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა. მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელს პოლიცია ეძებს.