თბილისში მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან მამაკაცის დედა და და. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უწყებაში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილია სამი პირი.