კონფერენცია „პოლიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში“ გაიხსნა

„პოლიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში”- ამ  სახელწოდებით თბილისში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

შეხვედრაზე მხარეებმა ცივი ომის დასრულების შემდგომ, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკაზე იმსჯელეს.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის წევრები, მათ შორის ამერიკის წარმომადგენელი ლინკოლნ მიტჩელიც მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში, ხვალ დაგეგმილ დახურულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება.