თბილისში კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნა

თბილისში კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნა.

ჰოსპიტალში განთავსებულია 10 საოპერაციო, ორი კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი.

შენობა დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. აშენებულია 12 000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების, ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.

კლინიკა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.