თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი, რომელიც სახელოსნოში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, სახელოსნოში ხატების ჩარჩოებს აკეთებდნენ. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დამწვარია  50 კვადრატული მეტრის ფართობი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.