თბილისში ხანძარს ადამიანი ემსხვერპლა

ნუცუბიძის მესამე პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი შენობის მეცხრე სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და შემთხვევას 85 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.