თბილისში „ისუზუს“ ფირმის ახალი ავტობუსები გამოჩნდა

დედაქალაქში დღეიდან „ისუზუს“ ფირმის 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები გამოჩნდა. ისინი ძირითადად გარეუბნებში ივლიან.

საუბარია 60 ავტობუსზე, თითოეულს კი ერთჯერადად 53 მგზავრის გადაყვანა შეეძლება. ისინი სრულად მორგებულია შშმ პირების საჭიროებებზე.

წყნეთის მიმართულებით მოძრავი 34 ნომერი ავტობუსის ერთ-ერთი პირველი მგზავრი დღეს დედაქალაქის მერიც იყო.