თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი გრძელდება

დედაქალაქში ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სინჯებს თბილისში, ოთხ სხვადასხვა ადგილზე იღებენ. პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და იტალიელი გარემოს დაცვის ექსპერტი ჯორჯო არდუინო დაესწრნენ.

აქამდე ჩატარებული კვლევებისა და მონიტორინგის შედეგად, დღეს ქვეყანაში ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად მცირეა, რასაც სხვადასხვა ლაბორატორიული სინჯებიც ადასტურებს.