თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი იწყება 

21:20, 29.04.2026

შესაძლებელი ხდება ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. საუბარია ფილტვის კიბოზე, რომელიც მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს. დაავადების სკრინინგს პირველი მაისიდან თბილისი მერია დააფინანსებს. უფასო დიაგნოსტირებით ისარგებლებენ დედაქალაქში რეგისტრირებული, 45-დან 75 წლამდე ასაკის თამბაქოს მომხმარებლები და ის მოქალაქეები, ვინც მოწევა 15 წელია შეწყვიტა. კონსულტაციების შედეგად უკვე შერჩეულია 20-მდე წამყვანი კლინიკა, სადაც საჭირო პროცედურები ჩატარდება. კვლევების თანახმად, ფილტვის კიბოს დროული  დიაგნოსტირება და მკურნალობა პაციენტის სიცოცხლის შანსს 70 %-მდე ზრდის. დაფინანსების ახალი პროგრამის მიზანი, სწორედ მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების გამოვლენა, მხარდაჭერა და მათი სიცოცხლის გახანგრძლივებაა.

მსგავსი