დედაქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გრძელდება. ამჯერად, დამტენი თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დედაქალაქში ელექტრომობილების დამტენების ქსელის მოწყობა, მიზნად – ეკომეგობრული და თანამედროვე გადაადგილების სტანდარტის შექმნას ისახავს. დედაქალაქში, ჯამში, 198 ელექტრომობილის სწრაფი დასამუხტი სადგურის დამონტაჟება იგეგმება.