თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიმდინარეობს.

წელს ფორუმი სიმბოლურად ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს დაემთხვა.

ფორუმი, რომელსაც 22 ქვეყნიდან ჩამოსული 400-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, მიზნად ისახავს, დიასპორების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტიანი გზების ძიებას.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, დიასპორების წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე თემატურ ჯგუფებში იმსჯელებენ  და კულტურის, განათლების, სახალხო დიპლომატიისა და ბიზნესის სფეროებში ახალ წინადადებებს და იდეებს განიხილავენ.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართეს.