თბილისში დასუფთავების კამპანია გრძელდება
თბილისში დასუფთავების კამპანია გრძელდება. ამჯერად, „თბილსერვის ჯგუფმა“ ღონისძიება ჩუღურეთის რაიონში გამართა. მორიგ აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ, ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით მაქაცარიასთან, მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ჩიკვილაძესთან და პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას, ასევე, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში, დენდროლოგიური პარკის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა.
დასუფთავების მასშტაბური ღონისძიებები თბილისის ყველა რაიონში ეტაპობრივად ტარდება.