თბილისში ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გაიხსნა

თბილისში  ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გაიხსნა. ინსტიტუტი საქართველოში პირველი სრულიად დამოუკიდებელი კერძო სასწავლებელია, რომელიც ჩინური ენის სწავლებას, მრავალმხრივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებასა და ქართული საზოგადოებისთვის ჩინური კულტურის უკეთ გაცნობას ემსახურება.

ღონისძიების ფარგლებში, ინსტიტუტის დირექტორის მიერ თარგმნილი პირველი ჩინურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. ლექსიკონი ჩინეთში გამოიცა, ხოლო მეორე გამოცემა საქართველოში არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი