თბილისში, „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია – მიმდინარეობს კერების დამუშავება. ადგილზე ათეულობით სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი და ანუკა ფაციას ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში.