თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს
აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავი იზეიმეს თბილისშიც. საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატამ და საელჩომ საოჯახო პიკნიკს უმასპინძლეს. ღონისძიებას ქართველი, ამერიკელი და სხვა უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. იყო ცოცხალი მუსიკა, ბარბექიუ და სხვადასხვა საოჯახო აქტივობა. ცნობილმა კარიკატურისტებმა კი სტუმრებისთვის სამახსოვრო კარიკატურები შექმნეს.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და პალატის ხელმძღვანელმა ჯამში 2 000 სტუმარს უმასპინძლეს. ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.