თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

18:34, 28.03.2018

მოზარდზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

შემთხვევა თბილისში რამდენიმე საათის წინ მოხდა. 13 წლის ბიჭის მეზობლების ინფორმაციით, არასრულწლოვანს სადარბაზოში სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეჰყვა და ძალადობა სცადა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს. მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მას თვალი აქვს დაზიანებული და უტარდება კვლევები.

 

მსგავსი