თბილისში ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში, ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი გაიხსნა. ავტორი, მოქანდაკე ზურაბ წერეთელია.

ღონისძიების ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა, რომლის რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილია.