თბილისში ახალი სპორტული ცენტრი აშენდება

თბილისს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი შეემატება.

კომპლექსის მშენებლობას თბილისის მერია ბაგების დასახლებაში გეგმავს. სამშენებლო პროექტის შესყიდვისთვის კონკურსი უკვე გამოცხადდა. გეგმაშია ღია და დახურული საცურაო აუზების, საფეხბურთო მოედნის, პადელის კორტების და ფიტნეს დარბაზის მოწყობა. გარდა იმისა, რომ ადგილობრივებისთვის თანამედროვე სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, სპორტული ცენტრის სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ სამოც წელს გადაცილებული მოქალაქეები.

ახალი პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.