თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი აშენდება,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა პრეზენტაცია გამართა.
შენობა თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.
პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ პროექტში გათვალისწინებულია, როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ისე ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტიპროფილური გარე მოედნები.