თბილისში, მე-12 სკოლასთან მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა

დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ცემის მუხლით აწარმოებს. შემთხვევა თბილისში მე-12 სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში ათობით მოსწავლე მონაწილეობდა. ფაქტზე კომენტარს სკოლა ლამპარის დირექტორი აკეთებს. დარეჯან ქადაგიძის განმარტებით, მეათე კლასის მოსწავლემ სკოლა დაახლოებით 15:00 საათზე დატოვა და რამდენიმე წუთში მოპირდაპირე მხარეს მდებარე მე-12 საჯარო სკოლის მანდატურმა მოსწავლე მასთან მიიყვანა. მოზარდს ტუჩი აქვს გახეთქილი. ის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.