თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო
საქართველო ჩინეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. გუშინ შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. პირველი რეისის დახვედრის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის ელჩი დაესწრნენ. ბორტზე 274 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ჩინური მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ბლოგერები, ვლოგერები, რომლებიც საქართველოს შესახებ მასალას მოამზადებენ. ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანიის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს. ეს შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.