თბილისსა და პეკინს შორის, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლა იწყება

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. პეკინსა და თბილისს შორის ფრენები, მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით, კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა.