თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები გრძელდება

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან მიმდინარეობს ღონისძიებები დედაქალაქში. ლეღვთახევი, ორბელიანისა და ათონელის მოედნები, რიყე და ევროპის პარკი – ეს ის ლოკაციებია, სადაც გასართობი და კულტურული ღონისძიებები ხვალაც გაგრძელდება.

დღეს, 20:00 საათზე გაიმართება გალაკონცერტი, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. დააჯილდოებენ ასევე საპატიო თბილისელებს.

მაკა არჩევნიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.