თბილისობის დღესასწაული გრძელდება

დედაქალაქში თბილისობის დღესასწაული გრძელდება. ქალაქში ისევ ხალხმრავლობაა.

ლეღვთახევი, ორბელიანის და ათონელის მოედნები, რიყე და ევროპის პარკი, – ეს მთავარი ადგილებია, სადაც სტუმრებს და თბილისის მცხოვრებლებს მასპინძლობენ.

ყვავილების ფესტივალი, კინოს თემატური პავილიონები, პერფორმანსები და საბავშვო აქტივობები წლევანდელი თბილისობის პროგრამის ჩამონათვალშია.

ტრადიციულად დაასახელეს საპატიო თბილისელებიც. ჯილდო წელს ქალაქის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ 7 თანამშრომელს გადაეცა.