„თბილისობა“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში

„თბილისობის“ დღესასწაულზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ყველა რეგიონმა კონცერტები და პერფორმანსები წარმოადგინეს. მუზეუმში გაცოცხლდა სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები თუ მოსავლის აღება-დაბინავების სცენები. ასევე, წარმოდგენილი იყო გასტრონომიული ნაწარმი და ხელოვნების ნიმუშები. ღონისძიებას კულტურის მინისტრი ესწრებოდა.