„თბილისობა“ ანტვერპენში

12:30, 31.10.2026

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში თბილისობა აღნიშნეს. ქართული ტრადიციების, კულტურისა და ხელოვნების წარმოსაჩენად გამართულ ღონისძიებას ბელგიაში მცხოვრები ქართველები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. დღესასწაული მოქმედი ქართული ლიტერატურული თეატრის – „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებლის, მანანა ხორბალაძისა და საკვირაო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ორგანიზებით გაიმართა. სტუმრებმა ქართული სამზარეულოს ტრადიციებიც გააცოცხლეს.

ბელგიურ „თბილისობას“ ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ლიტერატურული თეატრისა და საკვირაო სკოლის წევრებმა მაყურებელს საკონცერტო პროგრამაც წარუდგინეს. მონაწილეებმა თეატრის რეპერტუარში არსებული სპექტაკლებიდან, „ოთარაანთ ქვრივიდან“ და „დიდოსტატის მარჯვენიდან“ ფრაგმენტები შეასრულეს.

ღონისძიებას ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს, ასევე ჰოლანდია-ბელგიის ეპარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი