„თბილისობა 2026“
დღეს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – თბილისობა აღინიშნება. ორი დღის განმავლობაში, სამ და ოთხ ოქტომბერს, საზეიმო ღონისძიებები მასშტაბურად, ქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება. თბილისის მერის ინფორმაციით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
მარიამ აფციაური შემოგვიერთდება ორბელიანის მოედნიდან პირდაპირ ეთერში, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის, რა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი დედაქალაქის მერიას და როგორი იქნება სამი და ოთხი ოქტომბერი თბილისში.