„თბილისობა 2026“

21:35, 03.10.2026

დედაქალაქის მთავარი სახალხო დღესასწაული – დღე პირველი. თბილისობა წელსაც მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი პროგრამით აღინიშნება. თბილისური ჰანგები, ფოლკლორული ცეკვები, მოსავლის ბაზრობები, ადგილობრივი და ტრადიციული კერძები, საბავშვო გასართობი და ზღაპრული დეკორაციები – ქალაქის ცენტრი სტუმრებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. გამორჩეული სივრცე დაეთმო ხელსაქმესაც, სამეწარმეო მარკეტებსა და თბილისურ სახელოსნოებში ადგილობრივი ოსტატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქში ხვალაც გაგრძელდება, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდება.

მსგავსი