„თბილისობა 2025“ – გალა კონცერტი ევროპის მოედანზე
თბილისობის აღნიშვნა ტრადიციულად საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება. კონცერტზე ქართული ესტრადის ვარსკვლავები ყველასათვის ნაცნობ ჰიტებს შეასრულებენ. „ყველა უმღერის თბილისს“ – ამ სახელწოდებით, ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ.