„თბილისობა 2025“ – ჩართვა ორბელიანის მოედნიდან

12:05, 21.09.2025

უკვე მეორე დღეა დედაქალაქი თბილისობას ზეიმობს. სახალხო დღესასწაულის ძირითადი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია. თბილისობის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და საბავშვო ღონისძიება. მოწყობილია ფოტოზონები, გამოფენები და კვების ობიექტები. პატარებისთვის იმართება კონცერტებიც. დღის ბოლოს კი დღესასწაულის აღნიშვნა ევროპის მოედანზე, საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება.

დესი ვარდოსანიძის ჩართვა ორბელიანის მოედნიდან მოამბის პირდაპირ ეთერში.

მსგავსი