„თბილისობა 2025“

 რიყესა და ორბელიანის მოედანზე ხალხმრავლობაა. დედაქალაქი „თბილისობას“ ზეიმობს. აბანოთუბანში მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“. ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე ხვდებათ თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები. ორდღიანი ღონისძიებები დატვირთულია საბავშვო და შემეცნებითი აქტივობებით. დღეს საღამოს კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

თეონა მაჭარაშვილს ჩავრთავთ თბილისობიდან პირდაპირ ეთერში.