„თბილისობა 2025“

12:11, 20.09.2025

დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ აღინიშნება. ორი დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება. ადგილზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. დღის ბოლოს კი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

უფრო კონკრეტულად, რა ელოდებათ დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს ორი დღის განმავლობაში – ამას ჩვენი ჟურნალისტი თეონა მაჭარაშვილი მოგვიყვება.

მსგავსი