თბილისობა 2022

თბილისი „თბილისობის“ აღსანიშნავად ემზადება.

ორწლიანი პანდემიური შეზღუდვების შემდეგ მრავალწლიანი ტრადიცია აღდგება და სადღესასწაულო პროგრამა კვლავ მასშტაბური იქნება. ძველი თბილისის გაცოცხლებული ისტორიები, კონცერტები, გამოფენები, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია – ყველა ღონისძიება დედაქალაქის თემატიკაზე იქნება აგებული.

ისტორიის მოყვარულებს დედაქალაქის წარსულს ლეღვთახევში გაახსენებენ. ტერიტორიაზე სპეციალურად   თბილისობისთვის არაერთი ისტორიული ინსტალაცია მოეწყობა. დროში იმოგზაურებენ ევროპის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეებიც, სადაც მასშტაბური მუსიკალური წარმოდგენა გაიმართება. სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქის ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა.