თბილისობა 2019

დედაქალაქში თბილისობის დღესასწაული გრძელდება.

ლეღვთახევი, ორბელიანის და ათონელის მოედნები, რიყე და ევროპის პარკი, – ეს მთავარი ადგილებია, სადაც ვიზიტორებს თუ თბილისის მცხოვრებლებს მასპინძლობენ.

წლევანდელი პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანია. გასართობი ღონისძიებები ყველა ასაკის სტუმრისთვის დაიგეგმა.

წინ გელოდებათ კიდევ ერთი შთამბეჭდავი შოუ, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება. საუბარია საჰაერო აკობატიკაზე, როკ-მუსიკის თანხლებით.