თბილისის ზოოპარკის დირექტორის განცხადება

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ავსტრალიაში გაჩენილ ხანძარს აფასებს. მისი თქმით, სტიქია ტემპერატურის მატებამ გამოიწვია და ასევე გამოვლენილ იქნა 183 ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა ხანძრის გაჩენას. მისი თქმით, ავსტრალიის ხანძარი უარყოფითად აისახება მთლიანად პლანეტის ეკოსისტემაზე.

გურიელიძის შეფასებით, სიდნეის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, ხანძრის შედეგად 280 მილიონი ცხოველის განადგურებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ზუსტი არ იყოს, ვინაიდან ზუსტი სტატისტიკის მოპოვება, ხანძრის პირობებში, შეუძლებელია და შესაბამისი ჯიშების გადაშენებაზე საუბარიც ნაადრევია.