თბილისის ზოოპარკი 91 წლის გახდა

21:31, 25.02.2018

თბილისის ზოოპარკი 91 წლის გახდა. თარიღთან დაკავშირებით, ზოოლოგიურ პარკში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა.

პარკის სტუმრების განწყობაზე ცხოველების ფორმაში გამოწყობილი ანიმატორები ზრუნავდნენ. ბავშვებისთვის ასევე მოეწყო სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი.

ზოოპარკში მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა გასართობ აქტივობაში ჩართულიყო.

მსგავსი