თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი
დღეიდან 31 მაისის ჩათვლით, თბილისი ერთ-ერთ მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებას, თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად გააერთიანებს ქართველ და უცხოელ ავტორებს, გამომცემლებს, მთარგმნელებს, პედაგოგებს, ბავშვებს, მოზარდებს, სტუდენტებს, მეწარმეებსა და წიგნის მოყვარულებს, მრავალფეროვან კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ოცზე მეტი გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი. ფესტივალი სხვადასხვა სივრცეში აერთიანებს თანამედროვე ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, შემოქმედებით, გასართობ პროგრამებს. ფესტივალის განსაკუთრებული მიმართულებაა „ფრანკოფონიის ხმა“, რომელიც ფრანგულენოვანი ლიტერატურის მოყვარულებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენს. ფესტივალს ეწვევიან ბელგიელი ავტორები, რომლებიც მკითხველს თანამედროვე ფრანკოფონიულ ლიტერატურას გააცნობენ.